გიორგი ქობულია - ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც ჩემი აზრით, იდეალურია, რათა ქვეყანა მსოფლიოს წინაშე წარადგინოს
საქარველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ხმის მიცემის პროცედურამ კარგად ჩაიარა.
„დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ხმის მიცემის პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული. ხმა მივეცი მას, ვისაც ვთვლი, რომ იდეალური კანდიდატია, რათა ქვეყანა წარადგინოს მსოფლიო საზოგადოების წინაშე. ვთვლი, რომ ის ჩვენი მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება, ასევე დაგვეხმარება ჩვენი სიღარიბის დაძლევაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.