გიორგი მუმლაძე - გახარიასთვის მაშინ უნდა გვეგინებინა, როცა მასთან კოალიციის შექმნას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებად გვასაღებდნენ, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილიც მიესალმა ამ პროცესს
საკრებულოებში გიორგი გახარიასთან კოალიციის შექმნას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებად გვასაღებდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი გიორგი მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გიორგი მუმლაძე აღნიშნავს, „სამწუხაროდ მაშინ ამ პროცესს მიხეილ სააკაშვილიც მიესალმა“.
„გახარიასთვის მაშინ უნდა გვეგინებია კარგად, დამსახურებისამებრ, როცა საკრებულოებში მასთან კოალიციის შექმნას ენმ-ს წარმატებად გვასაღებდნენ. სამწუხაროდ, თავად მიხეილ სააკაშვილიც მიესალმა ამ პროცესს იმ დროს! აი, დღეს უკვე ვეღარ გაბედავდა თვალთხარია, ასე რიხიანად ნაძირლობის ძახილს მიშაზე“, – წერს გიორგი მუმლაძე.
პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს. „მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.