გიორგი მიქუტაძე - მოსამართლეების მაღალი შეფასებები არ ტოვებს კითხვებს, თუ რატომ განწესდნენ ისინი უვადოდ
უვადოდ დანიშნულმა მოსამართლეებმა კენჭისყრაზე მაღალი შეფასებები მიიღეს, რაც არ ტოვებს კითხვებს, თუ რატომ განწესდნენ ისინი უვადოდ, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქუტაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გამართულ კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა.
მიქაუტაძემ მოსამართლეებს უვადოდ განწესება მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„კენჭისყრა დასრულდა, რვა მოსამართლე იყო და რვავემ ხმების საჭირო რაოდენობა მოიპოვა – ორ მესამედზე მეტი. ვულოცავ კოლეგებს უვადოდ განწესებას და წარმატებას ვუსურვებ. კენჭისყრა ფარული იყო. ასე უნდა იყოს ყველა წევრი, გადაწყვეტილებას შეფასებისა და დოკუმენტების საფუძველზე, გასაუბრების შედეგის მიხედვით უნდა იღებდეს. ეს ყველაფერი ქულებში ავსახეთ. ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ, 90-80 ქულა იყო ყველა შემთხვევაში, რაც მაღალი მაჩვენებელია. ქულათა აღნიშნული ჯამი აძლევს ამ მოსამართლეებს უფლებას, უვადოდ დანიშნულიყვნენ“, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული კენჭისყრის შედეგად, დღეს რვა მოსამართლე უვადოდ განწესდა.