გიორგი მიქაუტაძე - წლიდან წლამდე სასამართლო უფრო და უფრო დამოუკიდებელია, ამას ხელი შეუწყო სწორად და კარგად განხორციელებულმა რეფორმებმა
ჩემი აზრით, წლიდან წლამდე სასამართლო უფრო და უფრო დამოუკიდებელია, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, ამას ხელი შეუწყო სწორად და კარგად განხორციელებულმა რეფორმებმა.
„მრავალი წელია, გვესმის მოსაზრებები გავლენიანი ჯგუფის შესახებ, თუმცა არც ერთი არგუმენტი, არც ერთი ფაქტი არ მოგვისმენია. სასამართლო სისტემა ყოველთვის ზრუნავს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე და არსებობს ძალიან მიზანმიმართული ხედვა, როგორ უნდა გაგრძელდეს სასამართლო სისტემის რეფორმა და დამოუკიდებლობის გაძლიერება“, – განაცხადა მიქაუტაძემ.