გიორგი მიქაუტაძე - წინა წელთან შედარებით, 2018 წელს საერთო სასამართლოებში შესული საქმეები 18 ათასით გაიზარდა
2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საერთო სასამართლოებში შესული საქმეები 18 ათასით გაიზარდა, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ მოსამართლეთა რიგგარეშე 26-ე კონფერენციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შესაბამისად, საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება.
„მაგალითისთვის 2018 წელს 225 ათასი საქმე არის შემოსული, რაც 18 ათასით მეტია 2017 წელთან შედარებით. მთავარ გამოწვევად ისევ რჩება სასამართლოების გადატვირთულობა და ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოსამართლეების რაოდენობის ზრდა, რაც არაერთმა კვლევამ დაასახელა. 40-ით გაიზარდა მოსამართლეთა საშტატო ერთეული და ბევრად მეტი ვაკანტური ადგილი იქნება შემდგომ გამოცხადებულ კონკურსებზე“, – განაცხადა მიქაუტაძემ.