გიორგი მიქაუტაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელებაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელებაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა.
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა ამ ეტაპზე არ შემიძლია დავასახელო. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთეთ, ასე ვთქვათ, პირველი წარდგენა და წარდგენილია 10 კანდიდატი უზენაესი სასამართლოს წევრებად. ჯერ მსჯელობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენაზე, თუ კანდიდატურის დასახელებაზე, ნამდვილად არ ყოფილა“, – განაცხადა მიქაუტაძემ.