გიორგი მიქაუტაძე - სასამართლო სისტემაში გავლენიანი წრე არ არსებობს
გიორგი მიქაუტაძე - სასამართლო სისტემაში გავლენიანი წრე არ არსებობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი წრე არ არსებობს.

მისი თქმით, საბჭო ყველა გადაწყვეტილებას კოლეგიურად იღებს.

„სასამართლო სისტემაში გავლენიანი წრე არ არსებობს და არანაირ გავლენიან ჯგუფებზე საუბარი არ არის. იუსტიცის უმაღლესი საბჭო საქმიან, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და გადაწყვეტილებებს კოლეგიურად იღებს“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს მიაჩნიათ, რომ საბჭო, მოსამართლეების თანამდებობებზე დანიშვნას, სასამართლო სისტემაში არსებულ გარკვეულ გავლენიან ჯგუფთან ათანხმებს.