გიორგი მიქაუტაძე - სამწუხაროა, რომ ანა დოლიძეს არასწორი შეხედულებები აქვს შრომითი უფლებების შესახებ
სამწუხაროა, რომ ანა დოლიძეს არასწორი შეხედულებები აქვს შრომითი უფლებების შესახებ, – ასეთი კომენტარი გააკეთა იუსტიციის საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებებზე.
როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა რვა წელია, იუსტიციის საბჭოში მუშაობს და უსაფუძვლოა ანა დოლიძის ბრალდება, თითქოს ეს ფაქტი გავლენას ახდენდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე.
მიქაუტაძის თქმით, შეუძლებელია, ასე ერთი ხელის წამოკვრით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და შრომითი ხელშეკრულება გაწყდეს ადამიანთან, შეფასების დეპარტამენტი კი, სადაც ვანო ზარდიაშვილის მეუღლე მუშაობს, ახორციელებს ტექნიკურ მხარდაჭერას და მოსამართლეობის კანდიდატებს უშუალოდ საბჭოს წევრები აფასებენ.
„არც ერთი არგუმენტი არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს იმ განცხადებას, რომელსაც აკეთებს ქალბატონი ანა“,- აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.
ანა დოლიძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წევრის, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მეუღლე იუსტიციის საბჭოში მუშაობს და არსებობს ეჭვი, რომ მოსამართლეთა დანიშვნა ხდება პოლიტიკური გავლენით ხდება.