გიორგი მიქაუტაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მოსამართლეთა შერჩევის საკუთარ კრიტერიუმებზე მუშაობენ
გიორგი მიქაუტაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მოსამართლეთა შერჩევის საკუთარ კრიტერიუმებზე მუშაობენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკუთარ კრიტერიუმებზე მუშაობენ. ამის შესახებ განცხადება საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, განხილვებზე საბჭოს მოსამართლე წევრები  საკუთარ წინადადებებს წარადგენენ.

მიქაუტაძის თქმით, კრიტერიუმებზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.

“მოსამართლეთა წევრები რა თქმა უნდა, ვმუშაობთ. ჩვენ გვექნება ჩვენი ინიციატივები და ჩვენი ხედვები. რომელიც წარმოდგენილი იქნება წინადადების სახით”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.