გიორგი მიქაუტაძე - ანა დოლიძის სარჩელზე განცხადებისგან თავს შევიკავებ, ეს სასამართლოს განსახილველია
გიორგი მიქაუტაძე - ანა დოლიძის სარჩელზე განცხადებისგან თავს შევიკავებ, ეს სასამართლოს განსახილველია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ანა დოლიძის სარჩელთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დამატებითი განმარტება შესაძლოა ვინმემ აღიქვას, როგორც საქმეში ჩარევა.

„ანა დოლიძემ ასე გადაწყვიტა, ჩვენმა არამოსამართლე წევრმა, რომ შეიტანოს სასამართლოში სარჩელი. მას ამის სრული უფლება აქვს. კონკრეტული განცხადებებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს არის სასამართლოს განსახილველი საქმე და რომ არ მოჰყვეს შემდგომ ზედმეტი საუბარი, რომ წინასწარ აზრის გამოთქმას ჰქონდა ადგილი ან რაიმე ფორმით ჩარევას, დაკაკვირდეთ მიმდინარეობას“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

დოლიძის განცხადებით, გვრიტიშვილმა მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს აგვისტოს ომის დროს ის რუსეთში იმყოფებოდა და რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა.