გიორგი მიქაუტაძე - ანა დოლიძე პირდაპირ არღვევს კანონს, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი ამავდროულად პოლიტიკურ საქმიანობას აგრძელებს
საქართველოს უსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ანა დოლიძე არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, კონკრეტულად კი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონს და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონს.
მიქაუტაძის განმარტებით, კანონმდებლობაში პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ პირს აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები, მასზე ვრცელდება ამ კანონის მოქმედება.
გიორგი მიქაუტაძის თქმით, კანონის მოთხოვნები ირღვევა, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი ამავდროულად მონაწილეობს პოლიტიკურ საქმიანობაში.
„არაერთი შემთხვევაა, პოლიტიკური პარტიების ან სხვა სუბიექტების მიმართ, რომლებიც არ იყვნენ ოფიციალურად ჯერ დარეგისტრირებული, თუმცა მათ ჰქონდათ აშკარად საჯაროდ გაცხადებული საარჩევნო მიზნები, მიიღებოდა გადაწყვეტილებები როგორც სამართალდარღვევად ცნობის შესახებ, ასევე სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტის შესახებ, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონმდებლობა. როგორც მინიმუმ, კანონების მოთხოვნები ირღვევა, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი რჩება საბჭოს წევრად და ამავდროულად ის იწყებს და აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც საჯაროდ არის გაცხადებული.
ჩვენ რეაგირება დიდი ხნის წინ მოვახდინეთ, საჯაროდაც განვაცხადეთ, იყო მიმართვა პრეზიდენტისადმი, რომლის გამწესებულიც არის აღნიშნული არამოსამართლე წევრი. იმ აქტივობიდან გამომდინარე, რომელიც ვიხილეთ და დაანონსებული საზოგადიებრივი მოძრაობა, რომელიც დიდი ალბათობით პოლიტიკური სარჩულის შემცველია, თავისუფლად შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, რომ მას აშკარად აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზანი“,- აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.