საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. მანამდე გიორგი მიქაძის გუნდი სტუმრად ბოსნიასთან 5 და 7 სექტემბერს ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.
19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ბალკანური თამაშებისთვის მოემზადებიან:
მეკარეები: დემეტრე ბულისკერია, გიორგი მამარდაშვილი (ორივე – თბილისის “დინამო”);
მცველები: ნიკოლოზ გაბელაია, არჩილ ბასარია, ფირუზ გაბიტაშვილი, ლევან ხარაბაძე (ყველა – თბილისის „დინამო“), ჯემალ ჯინჯოლავა („საბურთალო“), ცოტნე კაპანაძე („რუსთავი“), ივა გელაშვილი („სპარტა“, ჩეხეთი).
ნახევარმცველები: ბექა დარცმელია, თამაზ ბაბუნაძე ორივე – თბილისის „დინამო“), ცოტნე ფაცაცია (მარტვილის „მერანი“), გიორგი ივანიაძე („გაგრა“), ზურიკო დავითაშვილი (თბილისის „ლოკომოტივი“), ლაშა ნანობაშვილი („შევარდენი“).
თავდამსხმელები: რევაზ ინჯგია, ლევან გრძელიძე, შოთა შეყილაძე (სამივე – „ლოკომოტივი“), ხვიჩა კვარაცხელია („რუსთავი“), გიორგი გულიაშვილი („საბურთალო“).