გიორგი მღებრიშვილმა მაშველებს სოფელ ჭუბერში გაწეული სამუშაოებისათვის მადლობა გადაუხადა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა მაშველებს სოფელ ჭუბერში გაწეული სამუშაოებისათვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავრცელებს.
„კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ თქვენ ყოველთვის ადამიანების სამსახურში ხართ. მადლობა იმ თავდაუზოგავი შრომისათვის, რაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს გამოავლინეთ. ჩვენ ერთად ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ თითოეული ადამიანი თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობს“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ძალები სტიქიის ზონაში უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.