„კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე - ვაკის მომარაგების მარშრუტები უკვე უნდა შეცვალონ კომპანიებმა, ვაკეში გადაადგილების გეგმებზე იფიქრონ სურსათის მიმწოდებლებმა, ვაკის მოსახლეობამ
„კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე - ვაკის მომარაგების მარშრუტები უკვე უნდა შეცვალონ კომპანიებმა, ვაკეში გადაადგილების გეგმებზე იფიქრონ სურსათის მიმწოდებლებმა, ვაკის მოსახლეობამ

ვაკის მომარაგების მარშრუტები უკვე უნდა შეცვალონ კომპანიებმა, ვაკეში გადაადგილების გეგმებზე უნდა იფიქრონ სურსათის მიმწოდებლებმა, ვაკის მოსახლეობამ. მედიამ უნდა გააჟღეროს ეს მოწოდებები, – ამის შესახებ ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი მელაძე აღნიშნავს, რომ დღეს უნივერსიტეტია დემოკრატიის ბარიკადი.

„მორჩა, ვაკე იქნება ის ციხე-სიმაგრე, რომლის ნგრევითაც უნდა დაიწყოს „ქოცების“ დაშლა. ასე მოხდა შევარდნაძის რეჟიმის შემთხვევაში, ასე მოხდება ახლაც!

ვაკე წააგეს „ქოცებმა“, ისევე როგორც წააგეს მთელი დანარჩენი თბილისი.

დღეს უნივერსიტეტია დემოკრატიის ბარიკადი და ეს ბარიკადი ყველამ უნდა დავიცვათ ისე, როგორც შეგვიძლია!“ – წერს გიორგი მელაძე.