საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანია, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი.
საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრის შეხვედრის შემდეგ აუდიენციას გაფართოებულ ფორმატებში დელეგაციების თანხლებით გამართავენ. რის შემდეგაც შვეიცარიის კონფედერაციის და საქართველოს პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
შვეიცარიის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დორის ლოიტჰარდი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.