გიორგი მარგველაშვილი - ვისურვებდი, ყველა ჩვენგანის სულსა და ცხოვრებაში ურწმუნოება დაამარცხოს რწმენამ, მონობა - თავისუფლებამ
საქართველოს პრეზიდენტი სააღდგომო ლიტურგიას დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილმა მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვისურვებდი, დღეს ყველა ჩვენგანის სულში და ცხოვრებაში ურწმუნოება დაამარცხოს რწმენამ, თავისუფლებამ დაამარცხოს მონობა, გამბედაობამ დაამარცხოს შიში, ქველმოქმედებამ დაამარცხოს სიძუნწე. გილოცავთ და ყველას ბედნიერებას გისურვებთ“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.