გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 18:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში განცხადებას გააკეთებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განცხადების თემა გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებია.
საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტის დათვლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა ხმათა 38.63 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძემ კი, 37.74 პროცენტი მიიღო.