გიორგი მარგველაშვილი - საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების წინაპირობას ახლა ვერ ვხედავ
საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების წინაპირობას ახლა ვერ ვხედავ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება თავის პოზიციას აქტიურად გამოხატავს და მედია ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგს ქმნის.
„ჩვენ ვხედავთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც განსხვავებულია, სხვა წინასაარჩევნო კამპანიებისგან განსხვავებით, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ჩვენ ამ კამპანიაში ასეთ დარღვევებს ვერ ვხედავთ. არჩევნებთან მიმართებაში დღეს შემაშფოთებელს პროცედურულ ნაწილში ვერ ვხედავ. ყოველ შემთხვევაში ასეთი ჯერ არ მინახავს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.