გიორგი მარგველაშვილი - მზად ვართ, სალომე ზურაბიშვილისთვის საქმის გადაბარებაზე თანამშრომლობა დავიწყოთ
მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მარგველაშვილმა განაცხადა, როგორც კი, სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელ პირს დაასახელებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, საქმის გადაბარებაზე ითანამშრომლოს.
„საქართველოს არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვულოცავ, წარმატებას ვუსურვებ. მინდა, ვთქვა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელ პირს დაასახელებს, მზად ვართ, თანამშრომლობა დავიწყოთ როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმის გადაბარების თაობაზე, ასევე ინაუგურაციის მოწყობის პროცესში მონაწილეობასა და დახმარებაზე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, საქართველო და გააძლიეროს ჩვენი პრეზიდენტი“, – დასძინა მარგველაშვილმა.