გიორგი მარგველაშვილი ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევას ულოცავს.
„ვულოცავ ნინო ლომჯარიას სახალხო დაცველის პოსტზე არჩევას. ქვეყანაში, რომელშიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა, სახალხო დამცველი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტია. ვუსურვებ წარმატებას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.
პარლამენტმა ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად დღეს აირჩია.