გიორგი მარგველაშვილი - ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უარს იტყვის თანამშრომლობაზე, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები, უნდა იმოქმედო
გიორგი მარგველაშვილი - ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უარს იტყვის თანამშრომლობაზე, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები, უნდა იმოქმედო

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც უარს იტყვის თანამშრომლობაზე, მოახდენს ხელისუფლების ლუსტრაციას, გამოიყვანს ოპოზიციას პარლამენტიდან და დაძაბავს სიტუაციას, არის პოზიტიური და მისაღები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, საჭიროა მოქმედება.

„უნდა იმოქმედო. პირველი, რა თქმა უნდა, პარლამენტი უნდა იქნას დატოვებული. ეს არ გადაწყვეტს სიტუაციას, მაგრამ ნამდვილად დაძაბავს სიტუაციას და მოახდენს ლუსტრაციას.

ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, რომელთა 24-საათიან ლანძღვას ვიგებთ ხელისუფლებიდან ყოველ წუთას, ძალაუნებურად წამოგვყვებიან ჩვენ ამ ნაბიჯში“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.