გიორგი მარგველაშვილი - მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას 
გიორგი მარგველაშვილი - მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას 

მინდა, მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი აქტიურობა, რომელსაც ვხედავ საარჩევნო უბანზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხდა, რომელმაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საამაყოა, რომ ქართველი ამომრჩეველი აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას.

„მინდა, მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი აქტიურობა, რომელსაც ვხედავ საარჩევნო უბანზე. მიხარია და მეამაყება, რომ ქართველი ამომრჩეველი ასე აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას. ზოგისთვის ეს არის რთული არჩევანი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, საქართველოსყველა  მოქალაქეს მოვუწოდო, აუცილებლად მივიდეს საარჩევნო უბანზე, გამოიყენოს თავისი ბიულეტენი, დააფიქსიროს არჩევანი, ითამაშოს გადამწყვეტი როლი ქვეყნის ხელისუფლების ფორმირების პროცესში. მადლობა ასეთი აქტივობისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს აქტივობა გაგრძელდება მომავალშიც, რაც გარანტიაა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე, იქნება ნაკლები დარღვევები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.