გიორგი მარგველაშვილი - ხმა მივეცი პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, იყოს ყველას პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი - ხმა მივეცი პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, იყოს ყველას პრეზიდენტი

მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ხმა მისცა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ქვეყნის მთავარსარდალი და ამაყი იქნება იმით, რომ შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში.

„მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი, არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი. ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და იქნება მთავარსარდალი იმ განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების, რომელსაც საუკუნეებს ისტორია აქვს, აგრეთვე საოცარი გმირობა წარსული წლების. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირ ხალხს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.