გიორგი მარგველაშვილი - განსაკუთრებული გულისყურით ვაკვირდები „იბერიას“ შემთხვევას
განსაკუთრებული გულისყურით ვაკვირდები ამ შემთხვევას – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, ნებისმიერი ტელევიზიის, ჟურნალისტისთვის ჩემი კარი ღიაა, ასე იყო ყოველთვის და ასე გაგრძელდება მომავალშიც.
საქართველოში მედია არის შემდგარი მე-4 ხელისუფლება, ნებისმიერი შეტევა მედიაზე გულისხმობს, რეალურად საქართველოში პოლიტიკური კონსტიტუციური სტაბილურობის დემოკრატიული საფუძვლების შერყევას.
აქედან გამომდინარე, როგორც სხვა ტელევიზიებთან მიმართებით, ასევე, „იბერიასთან“ მიმართებით, ყოველთვის ვიქნები ყურადღებით იმისთვის, რომ არ განმეორდეს ის, რაც მოხდა „იბერიასთან მიმართებაში“ 2004 წელს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
„იბერიას“ ჟურნალისტები ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული პროცესების შესახებ საუბრობენ.