გიორგი მარგველაშვილი - განათლების სისტემას ბევრად მეტი რესურსი და ყურადღება სჭირდება
გიორგი მარგველაშვილი - განათლების სისტემას ბევრად მეტი რესურსი და ყურადღება სჭირდება

იდეალური განათლების სისტემა ბუნებაში ვერ იარსებებს, რადგან ეს ის სფეროა, რომელიც სულ უფრო მეტი და მაღალი მიზნებისკენ უნდა იყოს მიმართული. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოში, სასკოლო სისტემის რეფორმას გაცილებით მეტი დახმარება სჭირდება.

„რადგან არ არსებობს შემეცნებისა და აზროვნების საზღვარი, შესაბამისად, არც მისი დახვეწის ზღვარი არსებობს. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაა სჭირდება ბევრად მეტი რესურსი და ყურადღება. მე განათლების ყოფილი მინისტრი ვარ და არ შევალ ამ დეტალების გააზრებაში, ეს შესაბამისი მიმართულების მინისტრების საქმეა. სასკოლო სისტემას ბევრად მეტი დახმარება და ბევრად აქტიური რეფორმები სჭირდება. ზოგადი გადმოსახედიდან,  განათლების სისტემაში თვისობრივად ბევრად მეტი თანხები უნდა წავიდეს”,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.