გიორგი მარგველაშვილი - ახალგაზრდა თაობას უნდა მივცეთ მეტი შესაძლებლობა, რომ დააფასონ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ღვაწლი
ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც ემუქრებოდა კაცობრიობას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაკის პარკში განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა ყველას, ვინც ფაშიზმზე გამარჯვებაში მონაწილეობდა, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში.
„წელს ჩვენ ვაჯილდოებთ ღირსების ორდენებით 100 წლის და 100 წელზე უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. მათ დაამარცხეს არა მხოლოდ ფაშიზმი, არამედ მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ბრძოლაში. მადლობთ ამ დიდი გამარჯვებისთვის. ალბათ, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ახალგაზრდა თაობას მეტად მივცეთ შესაძლებლობა დააფასონ ამ ადამიანების ღვაწლი. ბუნებრივია, მათი პატივისცემა და მათთვის ყურადღების გამოხატვა, ჩვენთვისვე არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.