გიორგი მარგველაშვილი ალჟირში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ალჟირში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„გულწრფელ თანაგრძნობას გამოვხატავ ალჟირში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის გამო. ვლოცულობთ გარდაცვლილებისა და მათი ოჯახებისთვის“, – წერს მარგველაშვილი.
ალჟირში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 257 ადამიანი დაიღუპა.