გიორგი ლილუაშვილი - საპრეზიდენტო არჩევნებიდან „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მოიხსნას
გიორგი ლილუაშვილი - საპრეზიდენტო არჩევნებიდან „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მოიხსნას

საპრეზიდენტო არჩევნებიდან „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მოიხსნას, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი აცხადებს. შესაბამისი საკითხი მან უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დააყენა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავმჯდომარე არ ჰყავს და არასწორად არის რეგისტრირებული. გავასაჩივრეთ, ვიჩივლეთ სასამართლოში, თუმცა საქმე იწელება. იუსტიციის მინისტრმა ამ საკითხზე მხოლოდ გაიღიმა და თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ მოვხსნით არჩევნებიდან. ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს აფარებს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.