გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებს სთხოვა, მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ მედიასთან კომენტარები გააკეთონ
გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებს სთხოვა, მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ მედიასთან კომენტარები გააკეთონ

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, მინისტრები სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

მედიასთან კომენტარების გაკეთება მინისტრთა კაბინეტის წევრებს, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სთხოვა.

მისი თქმით, დღის წესრიგით გათვალისწინებულია 17 საკითხის განხილვა.

„17 საკითხი გვაქვს მთავრობის დღის წესრიგში. მე მინდა მინისტრებს ვთხოვო, რომ მთავრობის სხდომის შემდეგ, შესაბამისად გააკეთონ კომენტარები მედია ოთახში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სხდომაზე.