გიორგი კვირიკაშვილმა, ჟან-კლოდ იუნკერმა და იოჰანეს ჰანმა ევროკავშირის სტენდზე გულები დახატეს [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ევროკავშირის სტენდზე მინაწერები გააკეთეს.

მედიისთვის გაკეთებული ერთობლივი განცხადებების შემდეგ, ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკავშირის სტენდზე წითელი გული დახატა, იოჰანეს ჰანმა – ისარგაყრილი ლურჯი გული, გიორგი კვირიკაშვილმა – „მე მიყვარს ევროკავშირი“.

ევროკავშირის სტენდი რუსთაველის გამზირზე სასტუმრო „ბილტმორის“ მოპირდაპირე მხარეს არის წარმოდგენილი.