გიორგი კვირიკაშვილი - თქვენი ქადაგების დროს თითოეული შეგონება ჩვენ ერს კელაპტრად უნთია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მიულოცა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, 40 წლის იუბილე არის უდიდესი დღესასწაული.
“მინდა, მთელი სულითა და გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. თქვენი პატრიარქობა სულიერების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ღვთის მადლია, ხოლო საერო თვალსაზრისით არის ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა. უდიდესი მოწიწებით ვიხრი ქედს თქვენი ღვაწლის წინაშე, ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე. მინდა, გისურვოთ დღეგრძელობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ თქვენი პატრიარქობის პერიდოში აღორძინდა, განახლდა უამრავი ტაძარი, აღდგა სამონასტრო ცხოვრება, ეს არის უდიდესი დამსახურება თქვენი პირადად. თქვენი ქადაგების დროს თითოეული შეგონება ჩვენ ერს კელაპტრად უნთია და პირადი მაგალითით ყოველთვის გვაძლევთ საფუძველს სათნოების, მიმტევებლობის, ეს არის ჩვენთვის ყველასთვის უდიდესი სიხარულის მომნიჭებელი. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ გისურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა ჩვენი ერის და ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად და მრავალჟამიერ გასამხნევებლად ჩვენი ერის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.