გიორგი კვირიკაშვილი - სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა დაწყებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დაწყებულია მუშაობა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
“წელს ჩვენ უპრეცედენტო მაღალი გვქონდა ათვისება ბიუჯეტის ამ მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინფრასტრუქტურა არის წამახალისებელი ეკონომიკის აბსოლუტურად ყველა დარგის და ძალიან მაღალია ეფექტი ინფრასტრუქტურის განვითარების. 2017-2020 წლებში ჩვენ ჯამში 9 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ სივრცითი განვითარების მარტო საგზაო ინფრასტრუქტურის კომპონენტზე და ასევე, წყლით მომარაგების კომპონენტზე. უკვე შენდება 1000 კმ გზა, პროგრამა ხორციელდება გეგმის მიხედვით და გეგმაზე ცოტა წინ ვართ წელს. 350 კმ აქედან არის ჩქაროსნული მაგისტრალი, ხოლო 650 კმ – რეგიონული მნიშვნელობის გზები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი არტერიები რეგიონებში ახალი შესაძლებლობებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს ათობით ათასი მოქალაქის დასაქმება ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.