გიორგი კვირიკაშვილი - სამწუხაროდ, პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა და ძალიან კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი თავმჯდომარე ხდება
პარტია “ქართული ოცნებისთვის” ძალიან კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი თავმჯდომარე ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, დღემდე პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა და ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება.
რაც შეეხება დღეისთვის დაგეგმილ პარტიის პოლიტსაბჭოს, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიული საქმიანობის საკითხები იქნება განხილული.
კითხვაზე, იქნება თუ არა პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა – „დიახ, რა თქმა უნდა, კი“.
„ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. სამწუხაროდ, დღემდე თვითონ პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ვერ მოემზადა. ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე, მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში იმუშავებს კიდევ უფრო აქტიურად. ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით. რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.