გიორგი კვირიკაშვილი - რეგიონების განვითარება ჩვენი მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი იქნება
რეგიონების განვითარება ჩვენი მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით უკვე გადადგმული ნაბიჯები, და მომავალში ჩვენი სტრატეგია, რომ გადავიტანოთ გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრები რეგიონში, ქვემოდან ზემოთ ამომავალი პრიორიტეტებით ვიხელმძღვანელოთ ბიუჯეტის დაგეგმვისას და უფრო მეტი ფინანსური რესურსი მივცეთ რეგიონებს, ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებას შეიტანს თვითონ რეგიონებში ცხოვრების დონის გაუმჯობესების კუთხით. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ძალიან დიდი ცვლილებას მოიტანს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.