გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს.
ამის შესახებ პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.
ამასთან, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს კი, გადაადგილება შეეხებათ.