გიორგი კვირიკაშვილი - მინდა მადლიერება გამოვთქვა ევროკავშირის მიმართ იმ დახმარებისთვის, რასაც საქართველოს უწევს
გიორგი კვირიკაშვილი - მინდა მადლიერება გამოვთქვა ევროკავშირის მიმართ იმ დახმარებისთვის, რასაც საქართველოს უწევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იმ დახმარებისთვის, რასაც საქართველოს უწევს.

ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციაზე „სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“  განაცხადა. კონფერენციაზე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის შედეგებს შეაჯამებენ და ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობის სფეროს შემდგომ დაფინანსებას გამოაცხადებენ.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო აგრობიზნესში საექსპორტო ქვეყანა გახდეს.

“მინდა მადლიერება გამოვთქვა ევროკავშირის მიმართ იმ დახმარებისთვის, რასაც საქართველოს უწევს. ENPARD-ის სამივე ფაზით გათვალისწინებული 180 მილიონი ევროს მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად დავისახეთ. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ საქართველო ახალი ვალდებულებების წინაშე დადგა და ამ ვალდებულებებს ევროკავშირის დახმარებით ეტაპობრივად ასრულებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ ევროკავშირს ამ დიდი შესაძლებლობებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.