გიორგი კვირიკაშვილი - კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობისთვის სტრატეგიული იქნება
კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა იქნება სტრატეგიული ხაზი ჩვენი მთავრობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 2017 წელი შეაჯამა.
პრემიერმა სამომავლო პრიორტეტებზეც ისაუბრა.
„კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი, თანმიმდევრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ და რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად დარჩება ჩვენთვის. კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა იქნება სტრატეგიული ხაზი ჩვენი მთავრობისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.