გიორგი კვირიკაშვილი - კახა კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი თბილისისთვის
კახა კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი თბილისისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს ნარმანიამ ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია წარმოადგინა.
გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიას მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„მე მინდა, მადლობა გადავუხადო მას, ვუსურვო მომავალ საქმიანობაში ბევრი წარმატება და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ცხოვრება წინ მიდის და, რა თქმა უნდა, ყველანი ველოდებით სრულიად საფუძვლიანად, რომ კახი კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი თბილისისთვის და ეს ასეც იქნება.
რა თქმა უნდა, კახის წარმატება ყველაზე მეტად, დარწმუნებული ვარ, დავითს გაუხარდება, იმიტომ რომ ის არის კარგი ადამიანი. დავით ნარმანია დარჩება ჩვენი გუნდის წევრად და განიხილება სხვადასხვა ვარიანტი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.