საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი ეწვია. დღეს 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
11:15 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოლდოველ კოლეგას პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.
გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში, დაგეგმილია ხელმოწერა დოკუმენტებზე, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.
12:30 საათზე, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.