გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი

პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ამბროლაურში „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შემოდგომაზე საქართველოში მნიშვნელოვანი არჩევნებია, ქვეყანა პრეზიდენტს აირჩევს.

„ჩვენ შემოდგომაზე გველის მნიშვნელოვანი არჩევნები, ავირჩევთ პრეზიდენტს. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი და ყველანი ერთად უნდა დავდგეთ იმისათვის, რომ ღირსეულ კანდიდატს მივცეთ ხმა.   საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში დაიკავებს ამ პოზიციას, უნდა იყოს ღირსეულად წარმოჩენილი და სწორედ ჩვენი პარტიის ხმა იყოს ამ არჩევნებში წარმატებების განმაპირობებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.