გიორგი კვირიკაშვილი - აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
გიორგი კვირიკაშვილი - აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ აშშ-ი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობას ჩვენს რეგიონში და – საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს ამ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან შეხვედრაზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება გამოვხატო იმ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი გზავნილებისთვის, რომლებიც შეხვედრაზე გაჟღერდა. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებზე. მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ აშშ-ი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობას ჩვენს რეგიონში და – საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს ამ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.