გიორგი კვირიკაშვილი - არანაირი ჩემი, თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს 
გიორგი კვირიკაშვილი - არანაირი ჩემი, თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს 

არანაირი ჩემი დაჯგუფება, თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა იმ ადამიანებს, რომლებიც, მისივე თქმით, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას პრემიერ-მინისტრის სახელით აპელირებენ.

„იმ რეალობიდან და დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, მოლოდინები ძველი ტიპის უმრავლესობის თაობაზე პარლამენტში არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მოძველებული. იმ რეალობაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, იქნება აზრთა სხვადასხვაობაც. კატეგორიულად გამოვრიცხავ უმრავლესობის დაშლას. ეს არის პროცესი, რომელიც სასურველია, ზოგიერთ შემთხვევაში არ გამოვიდეს გარეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი ჩემი დაჯგუფება, თუ სხვისი დაჯგუფება პარლამენტში არ არსებობს. მათ შორის იმ ადამიანებსაც მინდა ვუთხრა, რომლებიც ჩემი სახელით აპელირებენ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებისას – ნუ გააკეთებენ ამას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ერთიანობა არ არის მარტო „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი, ეს სტაბილურობა არის ჩვენი ხელისუფლების უდიდესი მონაპოვარი და ამ სტაბილურობით ვერაფერი დაემუქრება საქართველოს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.