გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურში „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციას გახსნის
გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურში „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციას გახსნის

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს, ამბროლაურში რეგიონულ კონფერენციას გამართავს, რომელზეც საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ბიუროს წევრებსა და ყრილობის დელეგატებს აირჩევენ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კონფერენცია ამბროლაურის კულტურის ცენტრში 15:00 საათზე გაიმართება.