გიორგი ხოჯევანიშვილი - საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება
გიორგი ხოჯევანიშვილი - საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს და აქ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა უზრუნველყოფილნი იყვნენ, როგორც გამართული ინფრასტრუქტურით, ისე სახელმწიფო პროგრამებით მიღებული სარგებელით, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კასპისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა დიცში, ქორდსა და არბოში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

გიორგი ხოჯევანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზე და ბოლო პერიოდში განხორციელებულ იმ პროექტებზე ისაუბრა, რამაც, მისი თქმით, საგრძნობლად გააუმჯობესა ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები.

„დიცი-ქორდი-არბოს საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია განვახორციელე. ასევე, სოფელ არბოში ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რომელიც სამომავლოდ ერთ-ერთ საგანმანათლებლო კერად უნდა იქცეს. მახსოვს, როდესაც პირველად შევხვდი არბოელებს, მათგან წამოვიდა მუზეუმის რეაბილიტაციის ინიციატივა, ერთად დავგეგმეთ და მალევე განვახორციელეთ. ამავდროულად, ქორდსა და არბოში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა მიმდინარეობს. ეს საკმარისი არ არის და ადგილობრივების ჩართულობით, ეტაპობრივად, თითოეულ პრობლემურ საკითხს გადავჭრით“, – აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.