გიორგი ხოჯევანიშვილი - სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან მხოლოდ საკუთარ ინტერესებთან დაკავშირებულ განცხადებებს ვისმენთ
გიორგი ხოჯევანიშვილი - სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან მხოლოდ საკუთარ ინტერესებთან დაკავშირებულ განცხადებებს ვისმენთ

სამწუხარო ფაქტია, რომ ქვეყანაში მიმდინარე სხვა უკიდურესად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარებს არ ვისმენთ, ვისმენთ მხოლოდ საკუთარი ინტერესებთან დაკავშირებით განცხადებებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ბიძინა ივანიშვილის წერილზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები.

„დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ დავაფუძნეთ პოლიტიკური პარტია, ბიძინა ივანიშვილი წერილით მაშინ გამოვიდა. დღეს იყო მეორე მისი გამოსვლა და დაველოდოთ მესამე წერილსაც“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა.