გიორგი ხოჯევანიშვილი - ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც რადიკალიზაციას ემსახურება, ჩვენთვის მიუღებელია
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც რადიკალიზაციას ემსახურება, ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, იმ მასკარადში, რომელსაც „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად, შეთანხმებულად აწყობენ, „საქართველოსთვის“ წევრები მონაწილეობას არ იღებენ.
„არც აქამდე მიგვიღია ამ მასკარადში მონაწილეობა და არც ამის შემდეგ ვაპირებთ რაიმე პოზიციის დაფიქსირებას. ნებისმიერი გადწყვეტილება, რომელიც რადიკალიზაციას ემსახურება, ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.