გიორგი ხოჯევანიშვილი - დიდი იმედი გვაქვს სენატორების მხარდაჭერის, მათთან გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი და საქმიანი საუბარი, რომელიც მომავალში გაგრძელდება
დიდი იმედი გვაქვს ჩვენი სენატორების მხარდაჭერის, მათთან გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი და საქმიანი საუბრები, რომელიც მომავალში გაგრძელდება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ვისაუბრეთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე. ვისაუბრეთ ასევე პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს. ასევე მოახლოებულ არჩევნებზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისა და დეოკუპაციის საკითხებზეც იყო საუბარი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენი სენატორების მხარდაჭერის. ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი და საქმიანი საუბრები, რომელიც მომავალში გაგრძელდება“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრებისა და სენატორების რობ პორტმანისა და ჯინ შაჰინის შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა.