გიორგი კანდელაკი - თუ განახლებაზეა საუბარი, მაშინ „ქართულმა ოცნებამ" პირველ რიგში თავმჯდომარე უნდა გამოცვალოს
თუ განახლებაზეა საუბარი, მაშინ პარტია „ქართულმა ოცნებამ” პირველ რიგში თავმჯდომარე უნდა გამოცვალოს და სხვა თავმჯდომარე აირჩიოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა მმართველ პარტიაში ახალი სახეების შესაძლო გამოჩენაზე საუბრისას განაცხადა.
„საზოგადოებამ ხომ კარგად იცის, კლასიკური, ევროპული გაგებით, ეს პარტია არ არის. იმ ხალს, რომელიც „ქართულ ოცნებაშია“ერთმანეთთან არანაირი იდეური ხედვითი ერთობა არ გააჩნია. ეს ერთგვარი დაჯგუფებაა ერთი ბატონის, ფეოდალის ირგვლივ. მის ხუშტურებზე ცეკვავს ეს „პარტია”. ისევე, როგორც ეკონომიკაში და უამრავ სხვა შემთხვევაში, ეს უბრალოდ საზოგადოებისთვის ჰაერის მიყიდვის მცდელობაა,” – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.