გიორგი კანდელაკი - საქართველოს ყავს თავისმომჭრელი პრეზიდენტი, რომელმაც კვირა არ გავა, რომ სამარცხვინო მდგომარეობაში არ ჩაგვაყენოს
საქართველოს ყავს უბრალოდ თავისმომჭრელი პრეზიდენტი, რომელმაც კვირა არ გავა, რომ საშინაო და საგარეო ასპარეზზე თავი არ მოჭრას და უხერხულ, სამარცხვინო მდგომარეობაში არ ჩაგვაყენოს, – ამის შესახებ შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
როგორ გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ მიერ პროკურატურისთვის მიწოდებული ინფორმაცია ირმა ნადირაშვილმა მოიპოვა, არის სარწმუნო.
„ჩვენ, როგორც იცით, გონივრული ვადა მივეცით პროკურატურას, რომ რაღაც ქმედითი ნაბიჯები მაინც გადადგას, რისი ალბათობაც, სამწუხაროდ, დაბალია. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ამ თანმიმდევრობას მივყვეთ და ამ გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავაყენებთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის. ისევ და ისევ იმ მიზეზის გამო, რომ ინფორმაცია შესაძლო მატერიალური დაინტერესების შესახებ არის სარწმუნო და ჩვენი წყარო არის სანდო“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.