გიორგი კანდელაკი - ქვეყანაში გაჩნდება ძლიერი მედიასაშუალება, რომლის სარედაქციო პოლიტიკასაც მთავრობა ვერ გააკონტროლებს
მთავარია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გამოუვა ველის მოსუფთავება „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა დავით კეზერაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
„იმედია, არც „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა გამოუვა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყანაში გაჩნდება ძლიერი მედიასაშუალება, რომლის სარედაქციო პოლიტიკასაც მთავრობა ვერ გააკონტროლებს და ექნება პროდასავლური პოლიტიკა“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ იიღო გადაწყვეტილება, მეგობრებთან ერთად დააფუძნოს ახალი სატელევიზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველოფს ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის დაცვას.
როგორც დავით კეზერაშვილი აღნიშნავს, ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს.